ფეხბურთი

16:56 | 31.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა: ყველა ნაკრები ოთხი კალათაში განაწილდა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყველა მონაწილე ჯერ ცნობილი არაა, მაგრამ ჯგუფური ეტაპის წილისყრა 1 აპრილს გაიმართება.

32-დან 29 გუნდმა უკვე მოიპოვა მუნდიალის საგზური, დანარჩენი სამი გუნდის ვინაობა ივნისში გაირკვევა, მაგრამ მანამდე ცნობილი იქნება რომელ ჯგუფში მოხვდებიან.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ივნისში პლეი-ოფში კოსტა რიკა ახალ ზელანდიას შეხვდება, უელსი უკრაინას ან შოტლანდიას, ხოლო პერუ ავსტრალიას ან არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. ამ სამივე პლეი-ოფის გამარჯვებული მეოთხე კალათაშია განთესილი.

გუნდები კალათებში რეიტინგის მიხედვით განლაგდნენ, გარდა ყატარისა, რომელიც მასპინძლობის გამო პირველ კალათაშია. შედეგად, 32 გუნდი ოთხ 8-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. ჯგუფებში ერთად ვერ მოხვდებიან ერთი კონფედერაციის წარმომადგენლები, გამონაკლისი მხოლოდ ევროპაა, რადგან უეფა მუნდიალზე 13 გუნდით წარდგება და ბუნებრივია, ზოგიერთ ჯგუფში ორ-ორი ევროპულ ნაკრებს ვიხილავთ.

I კალათა

ყატარი, ბრაზილია, ბელგია, საფრანგეთი, არგენტინა, ინგლისი, ესპანეთი, პორტუგალია

II კალათა

მექსიკა, ნიდერლანდები, დანია, გერმანია, ურუგვაი, შვეიცარია, აშშ, ხორვატია

III კალათა

სენეგალი, ირანი, იაპონია, მაროკო, სერბეთი, პოლონეთი, სამხრეთ კორეა, ტუნისი

IV კალათა

კამერუნი, კანადა, ეკვადორი, საუდის არაბეთი, განა, უელსი-შოტლანდია/უკრაინის გამარჯვებული, კოსტა რიკა-ახალი ზელანდიის გამარჯვებული, არაბთა გაერთიანებული საამიროები/ავსტრალია-პერუს გამარჯვებული

აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 1 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება. კონკრეტულად მუნდიალი კი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ჩატარდება.

0.130181