„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ტურინელთა ახალშენაძენი, სერბი დუშან ვლახოვიჩი, კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდს შეადარა.
„ვლახოვიჩი ახალგაზრდა ფეხბურთელია, არცთუ ხანგრძლივი საერთაშორისო გამოცდილებით. ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს - ყოველდღე ცდილობს უკეთესი გახდეს და ამისათვის დროც აქვს.
შეუბრალებელია კარის წინ. ასე რომ, „იუვენტუსმა“ შესანიშნავი შენაძენი გააკეთა. ის, მბაპე და ჰოლანდი, თაობის საუკეთესო წარმომადგენლები არიან.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს GQ Italia.