ფეხბურთი

10:24 | 31.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გარი ნევილი: „ლივერპული“ წლეულს რაღაც განსაკუთრებულს მიაღწევს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, ამჟამად კი ფეხბურთის ანალიტიკოსმა, გარი ნევილმა, განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში „ლივერპული“ რაღაც განსაკუთრებულს მიაღწევს.

„როცა „არსენალის“ წინააღმდეგ „ლივერპულის“თამაში ვნახე, დავრწმუნდი, რომ ეს გუნდი წლეულს რაღაც განსაკუთრებულს მიაღწევს. ეს იყო საჩემპიონო თამაში.

სეზონის დასაწყისიდანვე „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონობას ვფიქრობდი და დღესაც ამ აზრზე ვარ, მაგრამ დიდი შანსია პრემიერლიგა „ლივერპულმა“ მოიგოს.

ძალიან სახიფათო გუნდია. თანაც კიდევ ორ ტურნირზე აგრძელებს მონაწილეობას (ჩემპიონთა ლიგა და ინგლისის ასოციაციის თასი) და ყველგან გამარჯვების შანსი აქვს.

როგორც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქომაგს, ამაზე საუბარი ძალიან მიჭირს, მაგრამ შეიძლება „ლივერპულმა“ წლეულს 3-4 ჯილდო მოიგოს.“ - დასძენს ნევილი.

0.12253