ფეხბურთი

20:52 | 30.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ირანი შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატიდან სტადიონზე ქალების არ დაშვების გამო მოკვეთონ

ირანის ნაკრები შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოიკვეთოს. როგორც ცნობილი გახდა, ირანისა და ლიბანის მატჩზე 2000 ბილეთი ქალებზე იყო გაყიდული, მაგრამ ისინი სტადიონზე არ შეუშვეს.

როგორც ირანის ფეხბურთის ასოციაციის წევრი მეჰრად სერადში იტყობინება, მათ ფიფასგან მკაცრი მესიჯი მიიღეს და არ გამორიცხავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ჩამოართვან.

შეგახსენებთ, ირანის ნაკრებმა მუნდიალზე თამაშის უფლება ზედიზედ მესამედ მოიპოვა. ჯერჯერობით, შესაძლო სანქციაზე დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

0.121029