ფეხბურთი

18:40 | 30.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მუქარა და შეურაცხყოფა სენეგალში: ეგვიპტის ნაკრების განცხადება

სენეგალის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში ეგვიპტე პენალტების სერიაში დაამარცხა და მუნდიალზე გავიდა.

თერთმეტმეტრიანების სერიაში ეგვიპტელებმა 4-დან მხოლოდ 1 პენალტი გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ სტუმრებზე სენეგალელი ფანების მხრიდან დიდი ზეწოლა იყო, მათ შორის თვალებში ლაზერის მუდმივი ნათება, რამაც სავარაუდოდ, პენალტების შესრულებაზე გავლენა მოახდინა.

ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სენეგალელმა გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს არაერთი სახის შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ჩვენს გუნდს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს, ბანერებითაც, განსაკუთრებით მოჰამედ სალაჰის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჩვენი ფეხბურთელები სენეგალელმა ფანებმა შეაშინეს, რომლებიც მათ მატჩის წინ გახურებისას ბოთლებს და ქვებს ესროდნენ. მატჩამდე სტადიონზე მისვლისას ჩვენს ავტობუსს თავს დაესხნენ, ჩაამსხვრიეს მინები, რამაც დაზიანებები გამოიწვია. ყველაფერი აღწერილია ფოტოებით და ვიდეოებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

0.111398