ფეხბურთი

18:03 | 30.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "მინდა კიდევ დიდხანს ვითამაშო, "მილანშიც" და შვედეთის ნაკრებშიც"

შვედეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში პოლონეთთან დამარცხდა და მუნდიალს მიღმა დარჩა. მატჩის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ჯერ სანაკრებო კარიერის დასრულებასაც არ აპირებს.

40 წლის თავდამსხმელის განცხადებით, მთავარია ტრავმები არ აწუხებდეს და ფეხბურთის თამაში კიდევ შეუძლია.

„ზოგჯერ გოლები გადის, ზოგჯერ არა. ჩვენც და მათაც გვქონდა საგოლე მომენტები, თანაბარი მატჩი იყო. ჩემი მომავალი? მინდა, რაც შეიძლება დიდხანს ვითამაშო. გავაგრძელებ სანამ შემეძლება. სხვა პასუხს ვერ მიიღებთ მხოლოდ იმიტომ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავედით. თუმცა, ჯერ მთავარია ჯანმრთელი ვიყო, რადგან როცა კარგად ვარ, შემიძლია მაღალ დონეზე თამაშია. ასეა ეროვნულ ნაკრებშიც და ასეა „მილანშიც“. ევრო 2024? ვნახოთ, როგორც ვიქნები, როგორც ვთქვი, სანამ შევძლებ ვითამაშებ. არ მინდა, ერთ დღეს ჩემს თავს სინანულით ვუთხრა, რომ შემეძლო კიდევ მეტი მეთამაშა“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, ზლატან იბრაჰიმოვიჩს შვედეთის ნაკრებში 2001 წლიდან დღემდე 121 მატჩში 62 გოლი აქვს გატანილი, თუმცა, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე არასდროს გაუტანია. ზლატანმა მუნდიალზე 2002 და 2006 წლებში ითამაშა, 2010 და 2014 წლებში შვედები ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდნენ, ხოლო 2018 წელს, როცა შვედეთმა მეოთხედფინალამდე მისვლა შეძლო, იბრა ნაკრების წევრი არ იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10737