ფეხბურთი

17:30 | 30.03.2022 | ნანახია 0 - ჯერ

ანჩელოტის კორონავირუსი დაუდასტურდა

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა დაადასტურა.

იტალიელი სპეციალისტი „რეალს“ ვიგოს „სელტასთან“ უახლოეს მატჩში ვერ უხელმძღვანელებს, მაგრამ მთავარი ის არის, რომ რისკის ქვეშაა „ჩელსისთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მისი სათადარიგო სკამზე ყოფნა.

მატჩამდე ერთი კვირა რჩება და თუ მანამდე ანჩელოტის ტესტი უარყოფით პასუხს არ აჩვენებს, „რეალს“ „ჩელსისთან“ მთავარი მწვრთნელის გარეშე თამაში მოუწევს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:18 | 09.01.2017
samtrediel (8001)

ბოლო დროს რატომღაც აითვალწინა ცეცაძემ, სათადარიგოზე იჯდა ხოლმე. არადა დასაკარგი ფეხბურთელი ნამდვილად არ არის.

0.065364