საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ ალბანეთთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, კარგი ტესტ-მატჩები იყო და ორივე დადებითად უნდა შეფასდეს.
"ტრადიციულად, ალბანეთი საქართველოსთვის რთული მეტოქეა. მით უმეტეს, ამ ფორმაციის ალბანეთი, რომელიც ძალიან გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, შეკრული გუნდია და კარგი ტესტ მატჩი გამოგვივიდა. ორივე ამხანაგური შეხვედრა პოზიტიურად უნდა შევაფასოთ. მწვრთნელმა დაინახა შეცდომები და ვფიქრობ, რომ ეს შეკრება წარმატებულად უნდა შეფასდეს. სრულყოფილად მოვემზადეთ ერთა ლიგისთვის.
მოგეხსენებათ, ერთა ლიგის კალენდარი ძალიან დატვირთულია და ბევრი ფეხბურთელი დაგვჭირდება ივნისში გასამართი თამაშებისთვის. ამ შეხვედრებმა თავდაჯერებულობა შეგვმატა. თუ შევასრულებთ მწვრთნელის დავალებებს და მაქსიმუმს გავაკეთებთ, შესაძლებელია კარგი შედეგის მიღწევა. ამას ბოლო ხუთი მატჩის შედეგი ადასტურებს. უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში კარი მშრალად შევინახეთ და ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია“, - ციტირებს აბურჯანიას სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.
საქართველოს ნაკრებს 5 მატჩია არ წაუგია (4 მოგება, 1 ფრე), ხოლო ბოლოს გოლი ოქტომბერში, კოსოვოსთან პირველი ტაიმის ბოლოს გაუშვა და მას მერე 4 თამაში და 1 ტაიმია კარს მშრალად ინახავს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 2 ივნისს, გიბრალტარის ნაკრებთან ჩაატარებს და სწორედ ამ თამაშით დაიწყებს ერთა ლიგის ახალ სეზონს. ზოგადად, ვილიო სანიოლის გუნდს ივნისში ოთხი თამაში ელოდება და გიბრალტარის გარდა, ბულგარეთს ორჯერ (5 და 12 ივნისს), ერთხელაც ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება (9 ივნისი).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თუ პირიქით, ადრე, ავირიე :დდდ
მოკლედ დილის თამაშები ადრე დაიწყონ, საღამოსი გვიან :დდ
და ამათმაც დროის გადაწევის გარეშე 1 საათით გვიან დაიწყონ ასპარეზობები, იგივე არ გამოვა?
))