ფეხბურთი

12:30 | 30.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მექვაბიშვილი: "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთა ლიგაზე წარმატებით ვითამაშოთ"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა ალბანეთთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან ვილი სანიოლს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ჩემპიონატზე სიარულისკენ მოუწოდა.

"მადლობა ვილი სანიოლს, რადგან მომცა შანსი და გამომიძახა ეროვნულ ნაკრებში. მძიმე თამაშები გამოდგა, მაგრამ მწვრთნელის დავალება შევასრულეთ და მტკიცე გუნდი ვიყავით. ორივე შეხვედრაში მომეცა შანსი წარმომეჩინა ჩემი შესაძლებლობები.

ძალიან ბევრი გულშემატკივარი დაესწრო დღევანდელ შეხვედრას და ეს ძალიან ალამაზებს ფეხბურთს. მინდა მოვუწოდო ქართველ გულშემატკივარს, რომ ივნისის თამაშებზე გვიქომაგონ და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებით ვითამაშოთ ერთა ლიგაზე“, - ციტირებს მექვაბიშვილის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

საქართველოს ნაკრებს 5 მატჩია არ წაუგია (4 მოგება, 1 ფრე), ხოლო ბოლოს გოლი ოქტომბერში, კოსოვოსთან პირველი ტაიმის ბოლოს გაუშვა და მას მერე 4 თამაში და 1 ტაიმია კარს მშრალად ინახავს.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 2 ივნისს, გიბრალტარის ნაკრებთან ჩაატარებს და სწორედ ამ თამაშით დაიწყებს ერთა ლიგის ახალ სეზონს. ზოგადად, ვილიო სანიოლის გუნდს ივნისში ოთხი თამაში ელოდება და გიბრალტარის გარდა, ბულგარეთს ორჯერ (5 და 12 ივნისს), ერთხელაც ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება (9 ივნისი).

0.12002