ავტოსპორტი

1:10 | 30.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

შუმახერის ავარია „ჰაასს“ 1 მილიონი დოლარი დაუჯდება

„ჰაასის“ გუნდის შეფ გიუნტერ შტაინერის თქმით, საუდის არაბეთის დიდი პრიზის კვალიფიკაცაზე მიკ შუმახერის ავარია, ამერიკულ გუნდს 1 მილიონი დოლარი დაუჯდება.

გერმანელი პილოტი ამ მძიმე ავარიას ტრავმის გარეშე გადაურჩა და კვირას მწყობრში იყო, მაგრამ რბოლაში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო, რადგან მისი მანქანის აღდგენა შეუძლებელი იყო, ტრასაზე ახლის აწყობა კი - შეუძლებელი.

„შასი დაზიანებული არაა. ასევე მთელია გვერდითი დამცავი სტრუქტურა და ძრავი. ფერარიმ გვითხრა, რომ ძრავი მთელია. გადარჩა ელემენტების ბლოკიც. მაგრამ დანარჩენი ყველაფერი დამტვრეულია“, - ამბობს შტაინერი და დასძენს:

„ვფიქრობ, ეს ყველაფერი ძალიან ძვირი დაგვიჯდება. ამორტიზატორები განადგურდა, მხოლოდ წინა მარცხენა გადარჩა. მგონი კიდევ რაღაცების გამოყენებას შევძლებთ. დანარჩენისგან ფხვნილი, კარბონის ფხვნილი დარჩა. წარმოდგენა არ მაქვს, ეს რა დაჯდება. ალბათ ნახევრიდან ერთ მილიონ დოლარამდე“.

„ჰაასმა“ გასული სეზნი უქულოდ, ბოლო ადგილზე დაასრულა. მაგრამ ახალი სეზონი კარგად დაიწყო და ორი რბოლის შემდეგ, მეხუთე ადგილზეა. დანიელმა კევინ მაგნუსენმა ორივე რბოლა ქულებში დაასრულა.

მომდევნო ეტაპს ავსტრალიის მელბურნი, 10 აპრილს უმასპინძლებს.

0.123462