საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ამხანაგურ მატჩს ტირანაში, ალბანეთის ნაკრებთან ჩაატარებს. ვილი სანიოლის გუნდს 4-მატჩიანი მოგებების სერია აქვს, რომლის გაგრძელებასაც ეცდება.
ფრანგი სპეციალისტის გუნდის შემადგენლობა დღევანდელ შეხვედრაში ასეთი იქნება.
საქართველო (3-4-3): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, დვალი; ჩაბრაძე, აბურჯანია, კვეკვესკირი, დავითაშვილი; წიტაიშვილი, ვოლკოვი, ყაზაიშვილი
შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრებისთვის ეს არის ბოლო ამხანაგური მატჩი ივნისში დაგეგმილი ერთა ლიგის ტურნირის წინ. საქართველოს ალბანეთთან დადებითი ბალანსი აქვს: 7 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება.