ფეხბურთი

14:55 | 29.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

დანიელებს სერბებთან ერიკსენი უკაპიტნებს

„ბრენტფორდის“ ნახევარმცველი, კრისტიან ერიკსენი, სერბეთთან ამხანაგურ მატჩში დანიის ეროვნული გუნდის კაპიტანი იქნება - წერს Daily Mail.

ბოლოდროინდელმა კაპიტანმა, კასპერ შმეიხელმა კრისტიანს დიდსულოვნად დაუთმო სამკლაური.

ნიდერლანდებთან შეხვედრა, რომელიც სამიოდ დღის წინათ გაიმართა, პირველი აღმოჩნდა ერიკსენისთვის ბოლო 9 თვის მანძილზე. მოგეხსენებათ, შარშან 12 ივნისს, ევრო 2020-ის პირველ შეხვედრაში, ერიკსენს მინდორზე გული გაუჩერდა. ჯერ ნაკრების ექიმებმა, შემდეგ კი ჰოსპიტალში, ის გადაარჩინეს, გულში დეფიბრილატორი ჩაუყენეს. მაგრამ დაუდეგარი ადამიანია და საფეხბურთო კარიერას მაინც აგრძელებს.

დანია - სერბეთის ამხანაგური მატჩი დღეს, 29 მარტს გაიმართება კოპენჰაგენში და თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

0.115608