ფეხბურთი

11:23 | 29.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: „მესის „ბარსელონაში“ დაბრუნებას არ განვიხილავთ. ახალგაზრდულ გუნდს ვაშენებთ“

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ განიხილავენ „პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავის, ლიონელ მესის კლუბში დაბრუნების საკითხს.

„არც მესისგან და არც მისი გარემოცვისგან, არანაირი გზავნილი მიგვიღია. მაგრამ, ამჟამად მის კლუბში დაბრუნების საკითხს არ განვიხილავთ. ახალგაზრდულ გუნდს ვაშენებთ, რომელიც ახლა ყალიბდება.

ლეო ლეოა, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მის დაბრუნებაზე არც გვიფიქრია“ - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Sport.es.

შეგახსებთ, რომ მესი „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით.

0.110345