ფეხბურთი

10:24 | 29.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გნაბრიმ და „ბაიერნმა“ ჯერჯერობით ახალ კონტრაქტზე ვერ მოილაპარაკეს

„ბაიერნის“ გერმანელი შემტევი, სერჟ გნაბრი, ჯერჯერობით კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ვერ შეუთანხმდა. არადა, მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს - გვამცნობს Kicker.

არ არის გამორიცხული სეზონის ბოლოს მიუნხენურმა კლუბმა გნაბრი გაყიდოს, თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. თავის მხრივ, ფეხბურთელს თურმე სურს წელიწადში ჯამაგირად 15 მილიონი ევრო მიიღოს, გადასახადების გადახდის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ გნაბრი „ბაიერნში“ „ვერდერიდან“ 2017 წელს გადავიდა. შემდგ იჯარის წესით ერთი სეზონი „ჰოფენჰაიმში“ გაატარა. მის კონტრაქტს კლუბთან ვადა 2023 წლის ივნისში ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111056