სხვა

2:11 | 29.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლასიკური ველო რბოლის პირველი გამარჯვებული ერითრეადან

ბელგიაში გამართული პოპულარული გენტ-ვეველგემის კლასიკური რბოლა, ერითრეელი ბინიამ გირმაის გამარჯვებით დასრულდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც UCI-ს რბოლაში ერითრეელი ველომრბოლი იმარჯვებს.

„ინტერმარკეს“ გუნდის წევრმა, საფინიშო სპრინტში აჯობა ფრანგ კრისტოფ ლაპორტს (ჯუმბო ვისმა) და ბელგიელ დრის ვან გასტელს (ტოტალ ენერჯის). გირმაი და მასთან ერთად, სამი ველომრბოლი, ფინიშამდე 24 კილომეტრით ადრე დაწინაურდა.

21 წლის ველომრბოლმა ქვით მოკირწყლულ გზაზე ყველაზე უკეთ იასპარეზა და მასვე ფინიშისთვის ყველაზე მეტი ძალა შემორჩა, რამაც კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოაპოვებინა.

„ეს დაუჯერებელია, საოცარია. ამას ნამდვილად არ ველოდი. ჩვენ რბოლის გეგმა სტარტამდე ორი დღით ადრე შევცვალეთ. კარგი შედეგისთვის ბრძოლა დავგეგმეთ, მაგრამ გამარჯვებას ვერც წარმოვიდგენდით. დაუჯერებელია“, - განაცხადა გირმაიმ, ვინც გამარჯვების მიუხედავად, ერთი კვირის შემდეგ, მონუმენტურ რბოლაში, ფლანდრიის ტურზე არ იასპარეზებს.

0.128949