ლონდონის „ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში შუამავლად მონაწილეობდა, მაგრამ როგორც ჩანს მოწამლეს.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, შემთხვევა მარტის დასაწყისში მოხდა. აბრამოვიჩს წითელი თვალები, ცრემლიანობა, სახისა და კანის აქერცვლა აღენიშნებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი ოლიგარქი რუსებმა გაფრთხილების ნიშნად მსუბუქად მოწამლეს, რადგან მათ ომის დასრულება არ უნდათ.
აბრამოვიჩის გარდა, მოწამვლის იგივე სიმპტომები რამდენიმე უკრაინელსაც აღენიშნა, რომლებიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ.
ამ დროისთვის ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და საფრთხე აღარ ემუქრებათ.