ფეხბურთი

1:11 | 29.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია გამოაკლდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და ალბანეთთან სპარინგში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ინფორმაციას სფფ-ის ვებგვერდი ავრცელებს.

ხვიჩას მიკროტრავმა აღენიშნება და ვილი სანიოლის გუნდს გამოაკლდა. ამრიგად, ფრანგი სპეციალისტის განკარგულებში ტირანაში გასამართი მატჩისთვის 22 ფეხბურთელია. კვარაცხელია ნაკრებისთვის ძალიან დიდი ძალაა, საკმარისია სტატისტიკა მოვიშველიოთ - 13 მატჩი, 5 გოლი, 3 საგოლე პასი.

ალბანეთის ნაკრებმა ორი დღის წინ სტუმრად ესპანეთის ნაკრებთან ითამაშა და 1:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ გოლი მირტო უზუნიმ გაიტანა, რომელიც ხვალ არ ითამაშებს. ალბანეთისა და საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩი 29 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრებს, რომელსაც ზედიზედ ოთხი თამაში აქვს მოგებული, ალბანეთთან ისტორიაში 13-ჯერ უთამაშია, საიდანაც 7 გამარჯვება მოიპოვა, 3-ჯერ დამარცხდა და 3 მატჩი ფრედ დასრულდა.

0.531561