ფეხბურთი

23:56 | 28.03.2022 | ნანახია 200 - ჯერ

ავსტრიის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

ავსტრიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკო ფოდამ თანამდებობა დატოვა. მან აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში უელსთან წაგების შემდეგ მიიღო (1:2).

„ბოლო დღეებში ბევრს ვფიქრობდი და გუშინ საღამოს გადაწყვეტილება მივიღე. შემეძლო მუშაობა გამეგრძელებინა, მაგრამ აღარ მაინტერესებს, პასუხისმგებლობას ვიღებ. ჩემთვის დიდი პატივი იყო ავსტრიის ნაკრების მწვრთნელი. ეს ფანტასტიკური ოთხნახევარი წელი იყო. ჩემი მემკვიდრე დიდი პოტენციალის გუნდს გაწვრთნის“, - თქვა ფოდამ.

ფრანკო ფოდა ავსტრიის ნაკრებს 2018 წლიდან ავარჯიშებდა და ევრო 2020-ის მერვედფინალში გაიყვანა, სადაც მომავალ ჩემპიონ იტალიასთან დამატებით დროში დამარცხდა (1:2). მანამდე ის წარმატებით გრაცის „შტურმში“ მუშაობდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120683