ცნობილი რუმინელი მსაჯი ოვიდიუ ჰაცეგანი გულზე პრობლემების გამო საავადმყოფოში მოხვდა და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
Prosport-ის ინფორმაციით, ჰაცეგანმა გულმკერდის არეში ტკივილი ვარჯიშის დროს იგრძნო და ვინაიდან მას სამედიცინო განათლება მიღებული აქვს, მაშინვე მოახერხა სიმპტომების სწორად გაანალიზება, მანქანაში ჩაჯდა და საავადმყოფოში მარტო მივიდა.
როგორც წყაროს არბიტრის ერთ-ერთმა ნათესავმა განუცხადა, ჰაცეგანი ამჟამად ტიმოშოარას საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
აქვე გეტყვით, რომ ოვიდიუ ჰაცეგანმა ბოლოს ევროპა ლიგაზე, „ლიონისა“ და „პორტუს“ (1:1) მატჩი იმსაჯა.