ფეხბურთი

13:40 | 28.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს რობერტო მანჩინი არ დატოვებს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, გამოცდილმა სპეციალისტმა გუნდში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

მანჩინის იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და იყო ვარაუდი, რომ ის პოსტს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერგასვლის შემდეგ დატოვებდა, მაგრამ გავლენიანი გამოცემის ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ დარჩება.

„სკუადრა აძურა“ 29 მარტს ამხანაგურ მატჩს ქონიაში, თურქეთის ნაკრებთან ჩაატარებს და მანჩინიც ამ მატჩის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას გაასაჯაროვებს.

შეგახსენებთ, რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრები 2018 წელს ჩაიბარა და გუნდს 53-წლიანი პაუზის შემდეგ ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, მაგრამ „აძურა“ მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ვერ გავიდა, რაც ცხადია, დიდი ფიასკოა.

0.133621