ბრიტანელმა ჯოშ უორინგტონმა ლიდსში გამართული ბრძოლის მეშვიდე რაუნდში, ესპანელი კიკო მარტინესი ტექნიკური ნოკუტით დაამარცხა და მეორედ გახდა IBF-ის (კრივის საერთაშორისო ფედერაცია) ბუმბულის წონის (57 კგ) ჩემპიონი.
31 წლის უორინგტონმა თავისი ტიტული უმოქმედების გამო, 14 თვის წინათ დათმო. მაგრამ გამძლე და კერკეტ ჩემპიონ მარტინესის ცემით დაიბრუნა. შეხვედრა ლიდსის „ფირსტ დაირექტ არენას“ სავსე ტრიბუნის წინაშე წარიმართა.
მარტინსმა როგორღაც გაუძლო პირველ რაუნდს, რომლის განმავლობაშიც ნოკდაუნი იგემა. ის მერვე თვლაზე წამოდგა. შემდეგ კი „ლიდსელი მებრძოლის“ მუშტმა მარცხენა წარბი გაუხეთქა. მომდევნო რაუნდებშიც ესპანელმა ბევრი დარტყმა აიტანა. მაგრამ მეშვიდე რაუნდში, ორი წუთის და 12 წამის შემდეგ, რეფერიმ ბრძოლა შეწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ ეს ორი მოკრივე ერთმანეთს 2017 წელსაც, იმავე ლიდსში შეხვდა ერთმანეთს და მაშინაც უორინგტონმა გაიმარჯვა, ოღონდ ქულებით.
უორინგტონს ახლა ასარჩევად აქვს საქმე - შეხვდეს ნოტინგემელ ლეიფ ვუდს, გამართოს გამაერთიანებელი ბრძოლა WBC-ს (კრივის მსოფლიო საბჭო) ფილიპინელ ჩემპიონ მარკ მაგსაიოსთან, ან WBO-ის (კრივის მსოფლიო ორგანიზაცია) სარტყელის მექსიკელ მფლობელ ემანუელ ნავარეტესთან.