სხვა

11:25 | 27.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშო 9 გამარჯვებით დაასრულა (+VIDEO)

ჰარუ ბაშო 9 გამარჯვებით დაასრულა ტოჩინოშინმა. ქართველი სუმოისტი ტურნირის ბოლო დღეს მე-11 მაეგაშირა მიოგირიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ეს წყვილის 30-ე დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც მეტოქემ მე-17 გამარჯვება მიითვალა და ურთიერთშეხვედრების ბალანსი კიდევ უფრო გაზარდა. უშუალოდ დღევანდელი ბრძოლა დაძაბული გამოვიდა და იაპონელმა ტოჩი დოჰიოს მიღმა გადაიყვანა.

გაზაფხულის სუპერტურნირი ქართველმა გოლიათმა 9:6-ზე ბალანსით დაასრულა და 2020 წლის ნოემბრის მერე დადებითი ბალანსი პირველად გაინაღდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენებური 8-დან 22 მაისის ჩათვლით გასამართ გაზაფხულის მეორე სუპერტურნირზე უფრო მაღალი წოდებით გამოვა. რაც შეეხება რაიტინგს, განახლებული ნუსხა 25 აპრილს გამოქვეყნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116922