ავტოსპორტი

23:21 | 26.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

შუმახერს მძიმე შეჯახება მოუვიდა

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის შვილ მიკ შუმახერს, საუდის არაბეთის დიდი პრიზის კვალიფიკაციის მეორე ნაწილში, მძიმე ავარია შეემთხვა. მან მე-11 მოსახვევში მანქანაზე კონტროლი დაკარგა. უკონტროლო „ჰაასი“ კედელს რამდენჯერმე შეეჯახა. ამ ადგილზე, მანქანის სიჩქარე 270 კმ/სთ-ის ფარგლებშია.

ბედად, შეჯახებები კედელთან მახვილი კუთხით არ მომხდარა. მაგრამ შეჯახება მაინც ძლიერი გამოდგა. შედეგად, მანქანას ბორბლები და გადაცემათა კოლოფი მოძვრა. მაგრამ რაც მთავარია, გადარჩა კოკპიტი, რომელშიც პილოტია მოთავსებული.

პილოტი სწრაფად გადაიყვანეს ადგილობრივ მედ პუნქტში. ბედად, ის სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. გუნდის განცხადებით, მიკი გონზეა. მოგვიანებით, ის ჯედას ჰოსპიტალში, ვერტმფრენით წაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, შუმახერს უკვე დაურეკა დედამისმა, კორინა შუმახერმა.

FIA-ს ინფორმაციით, გერმანლ პილოტს ტრავმა არ მიუღია.

0.146136