კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მარტის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
გამოკითხვაში 37 წლის პორტუგალიელმა ჯეიდონ სანჩოსა და ფრედს აჯობა. მარტში რონალდუმ „ეშმაკუნების“ მაისურით ორი მატჩი ჩაატარა და „ტოტენჰემთან“ შეხვედრაში (3:2) ჰეთ-თრიქი შეასრულა.
მანამდე, ბოლოს, კრიშტიანუ ასეთივე ჯილდოთი შარშან ოქტომბერში დააჯილდოვეს.