„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, კილიან მბაპე, დიდი ალბათობით, ზაფხულიდან კარიერას „რეალში“ გააგრძელებს - გვამცნობს AS.
წყაროს ცნობით, მადრიდელები ფრანგი შემტევისთვის მაცდურ კონტრაქტს ამზადებენ - 25 მილიონი ევრო წელიწადში, გადასახადების გადახდის შემდეგ, პლუს ბონუსები.
თანხის გამონახვას რამდენიმე ფეხბურთელის - გარეთ ბეილის, ისკოსა და მარსელოს - გაყიდვის კვალად აპირებენ. ამ ტრანსფერბით „რეალს“ სახელფასო ფონდიდან დაახლოებით 60 მილიონი ევრო გამოუთავისუფლდება.