ფეხბურთი

17:38 | 26.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" "სასუოლოს" ლიდერების შეძენაზე მუშაობს

იტალიური „მილანი“ მომდევნო სეზონისთვის გაძლიერებას გეგმავს და „სასუოლოს“ თავდამსხმელების, ჯანლუკა სკამაკასა და დომენიკო ბერარდის ტრანსფერებზე მუშაობს.

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, „როსონერის“ წარმომადგენლები უახლოეს მომავალში „სასუოლოს“ სპორტულ დირექტორ ჯოვანი კარნევალის შეხვდებიან და ოფიციალურ შეთავაზებასაც გააკეთებენ.

„მილანი“ მზადაა სკამაკას სანაცვლოდ 30, ხოლო ბერარდიში 15 მილიონი ევრო გადაიხადოს. 23 წლის ფორვარდით მილანის „ინტერიც“ ინტერესდება, ხოლო ბერარდის „ფიორენტინასაც“ უკავშირებდნენ.

ჯანლუკა სკამაკას „სასუოლოს“ რიგებში მიმდინარე სეზონში 13 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ბერარდი კლუბის ლეგენდაა და 280 თამაშში თავი 108 გოლით გამოიჩინა.

0.113391