სხვა

13:26 | 26.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის მეცხრე გამარჯვება ჰარუ ბაშოზე (+VIDEO)

ჰარუ ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ოსაკაში ქართველი სუმოისტი ვაკამოტოჰარუს გაეჯიბრა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ილეთის შესრულებას ორივე სუმოისტი ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ ტოჩინოშინმა მეტოქეს დაასწრო და იორიკირის ილეთით იმარჯვა.

ლევანის აქტივში 9 გამარჯვების საპირწონედ 5 მარცხი და დადებითი ბალანსი ცხადია განაღდებული აქვს. წლის მეორე სუპერტურნირი 27 მარტს დასრულდება.

გაზაფხულის პირველი სუპერტურნირის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ჩვენებური მე-11 მაეგაშირა მიოგირიუს შეხვდება, რომელთან ურთიერთშეხვედრებში 29 ბრძოლიდან უარყოფითი ბალანსი აქვს - 13 მოგება და 16 მარცხი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121506