ფეხბურთი

3:35 | 26.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ედინ ჯეკო: "დღეს თამაში ყველას შეუძლია, საქართველომ ერთადერთი შანსი გამოიყენა"

ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრების კაპიტანმა და ლიდერმა ედინ ჯეკომ საქართველოს ნაკრებთან მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ერთადერთი შანსი გამოიყენა, მაგრამ ბოსნიამ რისკის გარეშე ითამაშა, რაც დაუშვებელია.

„რა შემიძლია ვთქვა, არ ვიცი. მათ ერთადერთი რეალური მომენტი გამოიყენეს. დღეს ფეხბურთის თამაში ყველას შეუძლია, ვიცოდით, რომ საქართველოსაც სურდა თამაში და ეს ვნახეთ. ძალიან ბევრი პასი უკან დავაბრუნეთ, არ ვრისკავდით და ფეხბურთს ასე არ თამაშობენ.

ვფიქრობ, პირველ ტაიმში ბევრად უკეთესები ვიყავით და გოლის გატანა შეგვეძლო. მეტად უნდა გაგვერისკა, რისკის გარეშე თამაში არ შეიძლება. აქ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა და არ არის საჭირო მათი კრიტიკა ერთი, ორი ან თუნდაც ოთხი წაგების გამო, იმის თქმა, რომ მათ არაფერი იციან. ახალგაზრდა მეც ვიყავი. ყველა მარცხს უარყოფითი ატმოსფერო მოაქვს, მაგრამ ეს ასევე არის გაკვეთილი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ“, - თქვა ჯეკომ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს 4-მატჩიანი მოგებების სერია აქვს, ბოლო სამ მატჩში კი გოლი არ გაუშვია. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 მარტს, ტირანაში, ალბანეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

0.120142