საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის პირველ შეხვედრას ზენიცაში, ბოსნიის ნაკრებთან ჩაატარებს. ვილი სანიოლმა აღნიშნული ამხანაგური მატჩისთვის ძირითადი შემადგენლობა შეარჩია, რომელიც ასეთია.
საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე; აბურჯანია, კვეკვესკირი; ლობჟანიძე, დავითაშვილი, კვარაცხელია; ზივზივაძე.
ბოსნია (3-5-2): შეჰიჩი; აჰმედჰოჯიჩი, კოვაჩევიჩი, სანიჩინინი; სტევანოვიჩი, გოიაკი, ჰაჯიაჰმეტოვიჩი, კრუნიჩი, კოლაშინაცი; დემიროვიჩი, ჯეკო.
შეგახსენებთ, რომ მატჩი 23:45 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები ბოსნიის შემდეგ 29 მარტს, ასევე სტუმრად კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრაში ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.