სხვა

18:57 | 25.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

კაზაკოვამ და რევიამ მოკლე პროგრამაში მეშვიდე შედეგი აჩვენეს

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში სპორტულ ცეკვებში მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ იასპარეზეს.

ქართულმა წყვილმა მოკლე პროგრამაში 66.76 ქულა მიიღო და მეშვიდე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ყინულზე სულ 31 წყვილი გავიდა, ამდენად, მე-7 შედეგი შესანიშნავი მაჩვენებელია.

ცხადია, კაზაკოვა-რევიას დუეტმა თავისუფალ პროგრამაში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა, რომელიც 26 მარტს გაიმართება.

0.129063