რაფა ნადალი შანხაის “მასტერზ1000”-სთვის სათანადოდ ვერ მოემზადა. დიდხნიანი პაუზის შემდეგ სადღეისოდ კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე მყოფი მალიორკელი კორტს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში დაუბრუნდა, სადაც 2 წრის გავლის შემდე სლოვაკ კლიჟანთან დამარცხდა. ამის შემდეგ რაფა ბრმა ნაწლავმა შეაწუხა და ამის გამო სათანადო ფორმაში შესვლას ვერ ახერხებს.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, ნადალმა შანხაიში თანამემამულე ფელისიანო ლოპესის წინააღმდეგ ცუდად არ ითამაშა. მართალია, რაფა დამარცხდა, მაგრამ რეიტინგსიის 21-ე ნომერ (გასულ კვირაში ოცეულში იყო) ლოპესს დიდი წინააღმდეგობა გაუწია - მეორე სეტი კი სულაც ტაი-ბრეიკით დათმო. საბოლოოდ ფელისიანომ რაფას 6:3, 7:6 მოუგო.
შეგახსენებთ, შანხაის Shanghai Rolex Masters-ის საპრიზო ფონდი კი 4 მილიონ 200000 დოლარს შეადგენს.