ფეხბურთი

15:55 | 25.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბურაქ ილმაზმა სანაკრებო კარიერა დაასრულა: "ეს პენალტი ყოველ ღამეს დამესიზმრება"

თურქეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში პორტუგალიასთან 1:3 დამარცხდა და გოლი ბურაქ ილმაზმა გაიტანა, მაგრამ ის მაინც მატჩის ანტიგმირი გახდა, რადგან 85-ე წუთზე 1:2-ზე პენალტი ვერ გაიტანა.

სწორედ ამიტომ, „ლილის“ ფორვარდმა თამაშის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა და თურქეთის ნაკრებიდან წავიდა.

„პენალტი ვერ გავიტანე, თორემ ანგარიში 2:2 ხდებოდა. ჯერ კიდევ შოკში ვარ, ძალიან ვწუხვარ. ეს იყო ჩემი ბოლო შანსი მსოფლიოს ჩემპიონატზე მეთამაშა და ჩემთვის ყველაფერი დასრულდა. ვაცხადებ, რომ ეს იყო ჩემი ბოლო თამაში ეროვნული ნაკრებში. ასეთი სევდიანი მატჩის შემდეგ წასვლა არ მინდა, მაგრამ ასეა. ეს მაისური ღირსეულად ვატარე და მადლობას ვუხდი ყველა მწვრთნელს, რომელიც მყავდა. ეს არ არის ემოციური გადაწყვეტილება. თაობის შეცვლა გვჭირდება. პენალტის გამო საკუთარი თავის დასჯა არ მინდა, ამაზეც ვიფიქრე. ვიცი, ჩვენს ხალხს ტკივილი მივაყენე, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიტანდი. მეტი სათქმელი არაფერია. ბოდიში, ეს პენალტი ყოველ ღამეს დამესიზმრება“, - თქვა აცრემლებულმა თურქმა ფეხბურთელმა.

ბურაქ ილმაზმა თურქეთის ნაკრებში 77 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა, რითაც ყველა დროის ბომბარდირებში მეორე ადგილზეა და მხოლოდ ჰაქან შუქურს ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115292