ავტოსპორტი

2:45 | 25.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯედაში ფეტელის გამოსვლა კვლავ სათუოა

სებასტიან ფეტელი კორონვირუსისგან ჯერ არ გამოჯანმრთელებულა. მას ტესტებზე უარყოფითი პასუხი ჯერ არ მიუღია. ეს კი ნიშნავს, რომ საუდის არაბეთში მისი ასპარეზობა სათუოა.

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ავადმყოფობის გამო, სეზონის პირველი რბოლა, ბაჰრეინის დიდი პრიზი გააცდინა. იქ ის „ასტონ მარტინის“ სარეზერვო პილოტმა, ნიკო ჰულკენბერგმა შეცვალა.

„ასტონ მარტინი“ აცხადებს, რომ ფეტელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პარასკევს მიიღებს. მანამდე კი ჰულკენბერგი გუნდთან ერთად იქნება და სავარაუდოდ, თავისუფალ პრაქტიკებში მიიღებს მონაწილეობას.

„სებასტიან ფეტელს ანალიზებზე უარყოფითი პასუხი ჯერ არ მიუღია და ამიტომ საუდის არაბეთში გამგზავრებას ვერ ახერხებს. ჯედაში ჩვენთან ერთად იქნება ნიკო ჰულკენბერგი, ვინც საჭიროების შემთხვევაში, სებს შეცვლის“, - ნათქვამია გუნდის განცხადებაში.

ჰულკენბერგმა ბაჰრეინში მე-17 ადგილი დაიკავა, მისმ თანაგუნდელმა ლანს სტროლმა კი ასპარეზობა მე-12 ადგილზე დაასრულა.

0.113597