ფეხბურთი

23:40 | 24.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "სწორ გზაზე ვართ, მაგრამ ჩვენი მიზანია უკეთესები გავხდეთ"

საქართველოს ნაკრები წლის პირველ შეხვედრას ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებთან სტუმრად ჩაატარებს. მატჩამდე ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს პროგრესისთვის და დაცვა-შეტევას შორის ბალანსი უნდა იპოვონ.

"გასულ წელს, მარტში, როდესაც საქართველოს ნაკრებში დავიწყე მუშაობა, გარკვეული ექსპერიმენტები ჩავატარეთ. ვფიქრობ, რომ უკანასკნელი 3-4 თამაში საკმაოდ კარგი იყო. კარგი ბალანსი ვიპოვეთ დაცვაში თამაშსა და ბურთით თამაშს შორის. რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც ჩვენს გუნდს გააუმჯობესებს. თუმცა, ზოგჯერ მოსაზრებები და ის, თუ რისი გაკეთება შეუძლია ან სურს გუნდს, განსხვავებულია.

როგორც ვთქვი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გუნდი უკეთესი გახდეს. ეს ჩემი ყველაზე დიდი სურვილია საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. სწორ გზაზე ვართ და ორი ამხანაგური მატჩი სწორედ ოფიციალური შეხვედრისთვის მომზადებაში დაგვეხმარება.

ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, რომ უფრო მეტად ვარ ფოკუსირებული იმაზე, თუ რას ვაკეთებთ, ვიდრე შედეგზე. შედეგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - ზოგჯერ მსაჯის გადაწყვეტილებაზე, ტრავმებზე, წითელ ბარათზე... მოედანზე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. ასე რომ, საუკეთესო გზა შედეგის მისაღწევად არის ფოკუსირება იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს.

ჩვენი მეტოქე კარგი გუნდია. ბოლო 20 წელია ძლიერი ფეხუბრთელები ჰყავთ, რომლებიც ძალიან კარგ ევროპულ კლუბებში თამაშობენ. ბოსნია-ჰერცეგოვინა ყოველთვის ძლიერი მოწინააღმდეგეა, განსაკუთრებით ჩვენთვის, რადგან მარტის სანაკრებო ფანჯრის დროს, სხვადასხვა მიზეზის გამო, რამდენიმე ფეხბურთლი დაგვაკლდა. გვყავს ახალი მოთამაშეები, თუმცა ეს ბუნებრივი მდგომარეობაა ეროვნული ნაკრებისთვის. გარანტირებული ადგილი არავის აქვს და ყველა მოთამაშემ უნდა იბრძოლოს საკუთარი ადგილისთვის. რაც უფრო მეტი ფეხბურთელი მყავს, უფრო ფართო არჩევანის საშუალება მეძლევა და ეს პოზიტიურია. ასე რომ, მოუთმელნად ველი ხვალინდელ შეხვედრას იმის სანახავად, თუ როგორ წარმოაჩენენ თავს ახალი, ან ჩემი კაპიტნის მსგავსად, გამოცდილი მოთამაშეები", - თქვა სანიოოლმა.

შეგახსენებთ, საქართველო და ბოსნია აქამდე არასდროს შეხვედრიან. ხვალინდელი მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. საქართველოს ნაკრებს ბოლო სამი მატჩი მოგებული აქვს, ხოლო ბოსნიას პირიქით - წაგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117537