საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მორის ყვითელაშვილმა იასპარეზა და მოკლე პროგრამაში მეშვიდე ადგილზეა.
ქართველმა მოციგურავემ ჯამში 92.61 ქულა მიიღო და მხოლოდ 6 სპორტსმენს ჩამორჩა. ამრიგად, მორისი თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს და მედლის შანსსაც ინარჩუნებს.
აქვე გეტყვით, რომ თავისუფალი პროგრამა მსოფლიოს ჩემპიონატზე 26 მარტს გაიმართება.