ფეხბურთი

17:39 | 24.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რუბინმა" ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტი შეაჩერა

ყაზანის „რუბინთან“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი შეჩერებულია. ამის შესახებ რუსული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

ეს ნიშნავს, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ ხვიჩა რუსეთში არ დაბრუნდება და მიმდინარე სეზონს სხვა კლუბში დაასრულებს. დიდი ალბათობით, ეს გუნდი „დინამო ბათუმი“ იქნება.

„კლუბმა და ხვიჩა კვარაცხელიამ კონტრაქტის შეჩერება გადაწყვიტეს. ფეხბურთელის მხარემ კლუბთან კონსულტაცია გამართა, რის შედეგადაც შრომითი ხელშეკრულების შეჩერებაზე ორმხრივი შეთანხმება შედგა. მადლობა ხვიჩას „რუბინში“ გატარებული დროისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ“, - ნათქვამია ყაზანელთა ოფიციალურ განცხადებაში.

ვთქვათ ისიც, რომ კონტრაქტი 1 ივლისამდე შეჩერდა, როგორც ეს ფიფას მიერ გამონაკლისის სახით დაიშვა. შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „რუბინში“ 2019 წლიდან თამაშობდა და ამ პერიოდში ჩატარებულ 73 მატჩში 9 გოლი გაიტანა, 18-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128454