ფეხბურთი

15:53 | 24.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვერატი: „ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, მეტოქეები სხვაგვარი სიფრთხილით გვეკიდებიან“

იტალიის ნაკრების ნახევარმცველი, მარკო ვერატი, ჟურნალისტებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ფლეი-ოფის მოსალოდნელ ნახევარფინალურ მატჩზე ესაუბრა.

„საკუთარი თავის რწმენით უნდა ვითამაშოთ და მკაცრად ვაკონტროლოთ მოედანზე არსებული სიტუაცია. მაკედონიას ღრმა დაცვაში უყვარს თამაში და უნდა მოვიფოქროთ, როგორ შევუქმნათ პრობლემები.

ევროს მოგებამ საკუთარი თავის რწმენა გაგვიძლიერა. ტურნირი ხალისით და მტკიცე ხასიათის წყალობით მოვიგეთ. გუნდში დღესაც ვსაუბრობთ ხოლმე ან გამარჯევბაზე, რაც დამატებით ძალებს გვაძლევს. მეტოქეები კი უკვე სხვაგვარი სიფრთხილით გვეკიდებიან.

დიახ, კარგი შანსი გვაქვს ფინალში გასვლისა და შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრისა.“ - ციტირებს ვერატის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

იტალიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნახევარფინალური მატჩი დღეს, 24 მარტს გაიმართება პალერმოში. თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

0.116969