ფეხბურთი

10:23 | 24.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: „თამაში 0:0-ით იწყება და 90 წუთის განმავლობაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი, ჟურნალისტებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოსალოდნელი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ფლეი ოფის ნახევარფინალური მატჩის შესახებ ესაუბრა.

„ჩრდილოეთ მაკედონიას კარგი დაცვა და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. არ დაგვავიწყდეს, რომ წინა კვალიფიკაციაში მათ სტუმრად დაამარცხეს გერმანია. ამ თამაშში მოთმინება დაგვჭირდება. ვფიქრობ, ფლეი ოფში ფავორიტი არ არსებობს. თამაში 0:0-ით იწყება და 90 წუთის განმავლობაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ყველა მატჩში მაქსიმალურად დახარჯვაა საჭირო. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქაღალდზე იოლად მოსაგები მეტოქე ჩანს.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Football Italia.

იტალიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩი დღეს, 24 მარტს გაიმართება პალერმოში და თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

0.121603