კალათბურთი

1:54 | 24.03.2022 | ნანახია 569 - ჯერ

გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგაზე ორმაგ დუბლთან ახლოს იყო

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპი "ლენოვო ტენერიფემ" გამარჯვებით დაასრულა და ბოლო ტურში ფრანგული „სტრასბური“ შინ 71:66 დაამარცხა. ესპანურ გუნდს მეოთხედფინალის საგზური მანამდეც ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ ამის მიუხედავად ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მაინც მოიპოვა.

გიორგი შერმადინმა 19:53 წუთში 10 ქულა, 8 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 11-ს გაუტოლდა.

„ლენოვო ტენერიფემ“ L ჯგუფში 6 მოგებით და არცერთი წაგებით პირველი ადგილი დაიკავა და როგორც უკვე ვთქვით, მეოთხედფინალში ითამაშებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.132197
569