ფეხბურთი

18:32 | 23.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბონეკი: "ფეხბურთში რუსეთის ადგილი არ არის!"

ლეგენდარული პოლონელი ფეხბურთელი და უეფას ვიცე-პრეზიდენტი ზბიგნევ ბონეკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ადგილი ფეხბურთში არ არის.

ბონეკი გაკვირვებული და გაბრაზებულია იმ სპორტსმენებით, რომლებიც აგრესორი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მხარს უჭერენ. ბონეკი ფიქრობს, რომ რუს სპორტსმენებს ჩოგბურთის ტურნირებში თამაშის უფლებაც უნდა ჩამოართვან.

„რასაც უკრაინის მოქალაქეები განიცდიან, დრამატულია. პოლონეთში ჩვენ ვეხმარებით ათასობით ქალსა და ბავშვს, რომლებიც ომს გაურბიან და საზღვარზე ტოვებენ ქმრებსა და მამებს, რომლებიც იბრძვიან. სიტუაცია ჯერ მხოლოდ დასაწყისშია, თუმცა, ადრე თუ გვიან, ომი დასრულდება. ლოჯისტიკური პრობლემის გადასაჭრელად პოლონელი ხალხი ყველაფერს აკეთებს.

ფეხბურთში რუსეთის ადგილი არ არის. გაოგნებული ვარ იმ სპორტსმენებით, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს პუტინს. ის წარმოადგენს რუსეთს, ქვეყანას, რომელიც შეიჭრა უკრაინაში და კლავს მშვიდობიან მოქალაქეებს, ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს. ამიტომაც, არ შეიძლება სპორტის ნაწილი იყო. ვწუხვარ, რომ ვიღაც სხვანაირად ფიქრობს და ვწუხვარ, რომ ჩოგბურთში არიან რუსი სპორტსმენები, რომელთაც თამაშის უფლება ისევ აქვთ”, - თქვა ბონეკმა იტალიურ მედიასთან.

თეგებიუკრაინა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11315