ფეხბურთი

14:20 | 23.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რუნი და ვიეირა პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს

ინგლისის პრემიერლიგის დიდების დარბაზს კიდევ ორი ფეხბურთელი შეემატა - უეინ რუნი და პატრიკ ვიეირა. ამის შესახებ ლიგის ვებგვერდი იტყობინება.

პრემიერლიგის ორგანიზატორებიდან 30 წლის იუბილეს გამო წამოიწყეს მასშტაბური პროექტი და დიდების დარბაზში ალან შირერი, ტიერი ანრი, ერიკ კანტონა, როი კინი, ფრენკ ლამპარდი, დენის ბერგკამპი, სტივენ ჯერარდი და დევიდ ბექჰემი მანამდე შეიყვანეს.

უეინ რუნიმ ინგლისის პრემიერლიგაში 491 მატჩი ჩაატარა, 208 გოლი გაიტანა და 103 საგოლე პასი გააკეთა.

„ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ ლიგის დიდების დარბაზში ყოფნა მოთამაშეთა წარმოუდგენელ ჯგუფთან ერთად, რომლებიც უკვე აქ იყვნენ წარმოდგენილნი. ბავშვობაში პრემიერლიგას ვუყურებდი და ყოველთვის ვოცნებობდი გავმხდარიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი, გოლების გატანასა და თასების მოგებაზე, მე კი გამიმართლა, რომ პრემიერლიგა ხუთჯერ მოვიგე. „ევერტონსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვთამაშობდი იმ წლებიდან, ძალიან ბევრი ბრწყინვალე მოგონება მაქვს და მე ნამდვილად ვამაყობ იმით, რასაც მივაღწიეთ. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიდების დარბაზში შესვლა და მადლობელი ვარ ამ აღიარებისთვის“, - განაცხადა უეინმა.

პატრიკ ვიეირამ პრემიერლიგაში გამორჩეული წლები „არსენალის“ რიგებში გაატარა და 307 თამაშში 31 გოლთან ერთად 34 საგოლე პასით გამოირჩა.

"პრემიერლიგის დიდების დარბაზში მოხვედრა ფანტასტიკური მიღწევაა. როცა ამის შესახებ გავიგე, გამახსენდა, ის დრო, როცა ვთამაშობდი სენეგალში ან პარიზის გარეუბანში. პრემიერლიგის, მსოფლიოს საუკეთესო ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშედ ყოფნა იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე მეგონა. ის ფაქტი, რომ ამ ფეხბურთელების გვერდით ჩემი სახელია, მეამაყება და ვაცნობიერებ, რამდენად კარგი მოთამაშე ვიყავი“, - თქვა ვიეირამ.

0.114208