ჩოგბურთი

13:48 | 23.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

25 წლის ეშლი ბარტიმ კარიერა დაასრულა

მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა ეშლი ბარტიმ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და 25 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა და თქვა, რომ დაღლილია, ამიტომაც უმაღლეს დონეზე სათამაშოდ ძალა აღარ შესწევს.

„ძალიან ბედნიერი ვარ და მზად ვარ. ვიცი, რომ ჩემთვის, ეს სწორი არჩევანია. დროა სხვა ოცნებები ავიხდინო, თუმცა ჩოგბურთი ყოველთვის მეყვარება. მნიშვნელოვანია, რომ დავტკბე ჩემი ცხოვრების შემდეგ ეტაპით. აღარ მაქვს ფიზიკური ძალა, ემოციური სურვილი და ყველაფერი, რაც საჭიროა უმაღლეს დონეზე სათამაშოდ, დაღლილი ვარ“, - თქვა ბარტიმ.

შეგახსენებთ, რომ ეშლი ბარტიმ მიმდინარე წელს ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, მას ასევე მოგებული აქვს საფრანგეთის ღია პირველობა და უიმბლდონი.

თეგებიეშლი ბარტი
0.114967