სხვა

13:00 | 23.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხელბურთის ფედერაცია საქართველოში მყოფ უკრაინელ ხელბურთელებს დაეხმარება

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინელ ხელბურთელებს, მწვრთნელებს და მსაჯებს, რომლებიც ამჟამად საქართველოში არიან, ქართულ კლუბებში ვარჯიშის და თამაშის უფლებას მისცემენ.

„საქართველოს ხელბურთის ფედერაცია, ჩვენს ქვეყანაში მყოფ უკრაინელ გოგონებს და ბიჭებს სთავაზობს, შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში უფასოდ ვარჯიშს. ასევე იმ უფროსი ასაკის ხელბურთელებს ვისაც დროებით საქართველოში ყოფნა უწევთ, სურვილის შემთხვევაში, მისცემს ჩვენი ქვეყნის კლუბებში ვარჯიშისა და თამაშის უფლებას. საქართველოს ხელბურთის ფედერაცია დაასაქმებს ასევე ხელბურთის უკრაინელ მწვრთნელებსა და მსაჯებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გეტყვით, რომ ხელბურთის ფედერაციამდე, მსგავსი სოლიდარობის აქცია უშუს ფედერაციამ ჩაატარა. მათი ორგანიზებით, ტანვარჯიშის დარბაზში უკრაინის მოქალაქეები მიიწვიეს, რომლებიც ომის გამო ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ღონისძების მიზანი უკრაინელი ბავშვების ჩვენს ქვეყანაში სოციალიზაცია იყო. ფედერაციის გადაწყვეტილებით, ყველა ბავშვს, სპორტულ ჯგფებში და მთელ რიგ ფიზიკურ აქტივობებში უფასოდ ჩართვა შეეძლება. მათ ასევე სერთიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.

0.069091