სხვა

11:32 | 23.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

2020 წლის შემდეგ პირველად - ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსი გაინაღდა! (+VIDEO)

2020 წლის ნოემბრის შემდეგ, ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსი მოიპოვა! ქართველმა სუმოისტმა ზედიზედ მეოთხე გამარჯბებით ნანატრ მიზანს ხანგრძლივი პაუზის მერე მიაღწია!

ლევანის მეტოქე მე-16 მაეგაშირა ტერუცუოში იყო, რომელიც შედარებით მცირეწონოსანია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენებურს ღირსეული ორთაბრძოლა გაუმართა. ბრძოლის დაწყებისთანავე ორივე სპორტსმენი მავაშში ხელის ჩავლებას ცდილობდა, რომელიც ტოჩის გამოუვიდა და მეტოქე დოჰიოს მიღმა ცურიდაშის ილეთით გადაიყვანა.

ეს გორგაძისთვის პრინციპული დაპირისპირება იყო, რადგან 27 წლის იაპონელთან უარყოფითი ბალანსი ჰქონდა, დღეს კი ერთმანეთს მერვედ შეხვდნენ და მოგება-წაგების ბალანსი გათანაბრდა - 4:4-ზე.

გეტყვით, რომ ტოჩინოშინს ტურნირის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დადებითი ბალანსი ბოლოს 2019 წლის მაისში ჰქონდა, 2020 წლის ნოემბერში კი 9:6-ზე ბალანსს ბოლო სამი ორთაბრძოლის მოგების შედეგად მიაღწია.

ქართველ გოლიათს მარტის სუპერტურნირზე 11 საშეჯიბრო დღის შემდგომ, 8 მოგების წილ 3 მარცხი აქვს და ჩემპიონობის თეორიულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს, თუმცა იმის ფონზე, რომ ტაკაიასუსა და ვაკატაკაკაგას 11-დან 10 მოგება დაუგროვდათ, ეს მართლაც, რომ მხოლოდ თეორიული შანსია.

გარდა ზემოთხსენებული 2 სუმოისტისა, წლის მეორე ბაშოზე დადებითი ბალანსი უკვე გაინაღდეს: კოტონოვაკამ (9:2) და მიტაკეუმმა (9:2).

დარჩენილი 4 ბრძოლა ჩვენებურისთვის რეიტინგის გაუმჯობესების კარგი შანსია. ხვალ ლევანის მეტოქე მე-9 მარგაშირა ტობიზარუ იქნება, რომელსაც გამარჯვება ძალიან სჭირდება, რადგან 5:6-ზე ბალანსი აქვს. ურთიერთეხვედრებში კი წყვილი აქამდე 3-ჯერ შეხვდა და ტოჩიმ მხოლოდ 1 მოიგო, ხოლო 2 ბრძოლა მარცხით დაასრულა.

0.116485