„ვირტუს ბოლონიას“ მთავარმა მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ თორნიკე შენგელიას შესახებ ილაპარაკა. მან ქართველი კალათბურთელი შეაქო და აღნიშნა, რომ მან გუნდი ძალიან გააძლიერა, ისევე, როგორც დანიელ ჰაკეტმა.
„ჰაკეტისა და შენგელიას მოსვლით გუნდმა გამოცდილება, მენტალური სიძლიერე, სიმწიფე მიიღო, ის ელემენტები, რაც მანამდე გუნდს ამ დონეზე არ გააჩნდა. სამ თვეზე მეტი ძლიერი ფორვარდის გარეშე ვართ. თოკომ ითამაშა და აჩვენა, რომ მაღალი დონის კალათბურთელია. ვფიქრობ, მას ხარისხიანად რამდენიმე წუთი ცენტრადაც თამაში შეუძლია, რადგან აქვს საჭირო სიმაღლე, ძალა და უნარი“, - თქვა სკარიოლომ.
შეგახსენებთ, თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ მიმდინარე წლის ზაფხულამდე შეუერთდა. ქართველმა კალათბურთელმა იტალიური კლუბის რიგებში ორი მატჩი ჩაატარა, დღეს კი ბოლონიელები ევროთასზე „პრომითეას“ დაუპირისპირდებიან.