ჩოგბურთი

10:28 | 23.03.2022 | ნანახია 520 - ჯერ

ეკო გორგოძე მაიამის ღია პირველობის ძირითად ბადეში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე, რომელიც რეიტინგის 123-ე ნომერია, WTA-ს 1000-იანი ტურნირის, მაიამის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოხვდა.

გორგოძემ ორი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია. მან მეორე წრეში ფრანგი ჰარმონი ტანი სამ სეტში 6:2, 3:6, 7:6 დაამარცხა. მატჩი 2 საათისა და 25 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

გორგოძის მეტოქე ძირითადი ბადის პირველ წრეში უკრაინელი ანჰელინა კალინინა იქნება, რომელიც რეიტინგში 51-ე ნომერია. მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ ამავე ტურნირზე ვაჟებში ნიკოლოზ ბასილაშვილიც ითამაშებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064595
520