რაგბი

0:10 | 23.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

რაგბი ევროპის მეხუთე ტურის სიმბოლურში 7 ქართველი მოხვდა

რაგბი ევროპის ვებგვერდმა მეხუთე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელიც შეიძლება ითქვას, ნახევრად ქართველი მორაგბეებით დაკომპლექტდა.

15-დან 7 ქართველია - ბეა გიგაშვილი, ოთარ გიორგაძე, ვასილ ლობჟანიძე, ბექა გორგაძე, აკაკი ტაბუცაძე, მერაბ შარიქაძე და დავით ნინიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში ესპანეთი 49:14 დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონი ისტორიაში მე-14-ედ გახდა. აქვე ვთქვათ, რომ მსოფლიო თასის საგზური საქართველომაც მოიპოვა და ესპანეთმაც.

0.116999