ქართველი ფეხბურთელი ნიკა სიჭინავა უკრაინული „კოლოსიდან“ ფინურ „კუპსში“ გადავიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
27 წლის თავდამსხმელი „კუპსის“ ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დაიცავს. მას უკრაინის დატოვება ომის შემდეგ მოუწია.
სიჭინავამ უკრაინის პრემიერლიგაში „ინჰულეცისა“ და „კოლოსის“ მაისურით 39 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მანამდე, 2019-2020 წლების სეზონში უკრაინის პირველ ლიგაში თავი 17 გოლით გამოიჩინა და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.