ფეხბურთი

18:54 | 22.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

შვიდი "ელ კლასიკო" აზარის გარეშე

ედენ აზარი მადრიდის „რეალში“ უკვე მეოთხე სეზონია და ამ პერიოდში 7 „ელ კლასიკო“ გაიმართა. თუმცა, უცნაური ის არის, რომ ბელგიელ ნახევარმცველს „ბარსელონას“ წინააღმდეგ „ბლანკოსის“ მაისურით არასდროს უთამაშია.

აზარი ბოლო „კლასიკოში“ ჯანმრთელი იყო, მაგრამ კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებით 90 წუთის განმავლობაში სათადარიგო სკამზე დარჩა. წინა სეზონებში „ბარსასთან“ ტრავმების გამო ვერ თამაშობდა.

„მას ძალიან სურდა თამაში. ეს სამწუხაროა, თავის კარიერაში არასდროს ყოფილა ისეთ ფორმაში, როგორც დღეს არის“, - უთხრა Goal.com-ს ედენთან დაახლოებულმა წყარომ.

შეგახსენებთ, 31 წლის შემტევმა მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და ერთადერთი გოლი გაიტანა, ხოლო 2019 წლიდან „სამეფო კლუბის“ მაისურით 65 შეხვედრაში თავი ექვსჯერ გამოიჩინა.

0.1208