ფეხბურთი

16:26 | 22.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდე ნაკრები პორტუგალიის ოთხთა ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას

საქრთველოს 18-წლამდე ვაჟთა ნაკრები, პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც პორტუგალიის საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. ლაშა ფირცხალაიშვილის გუნდი, ტურნირის ფარგლებში სლოვაკეთის, ჩრდ. მაკედონიის და მასპინძელი პორტუგალიის 18-წლამდე ნაკრებებს დაუპირისპირდება.

მარტის დასაწყისში, 18-წლამდელებმა უნგრულ ტურნეში, უნგრეთის ასაკობრივ ნაკრებთან ორი მატჩი ითამაშეს. პირველი მატჩი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მეორე შეხვედრაში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა.

მთავარმა მწვრთნელმა, პორტუგალიაში გასამართი ტურნირისთვის - 20 ფეხბურთელი გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ ფირცხალაიშვილის გუნდი, 2022 წლის შემოდგომაზე, 19-წლამდე ასაკობრივი გახდება და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.

U18 | შემადგენლობა

მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (სპორტინგი ლისაბონი, პორტუგალია), დავით იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ლომაია (ლოკომოტივი თბილისი).

მცველები: რომა მორჩილაძე (დინამო თბილისი), არჩილ დათუაშვილი (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), ალეკო ანანიძე (შუქურა ქობულეთი), გიორგი ქუქალია (საბურთალო), შოთა კვერენჩხილაძე (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: თემურ ნოზაძე (დინამო თბილისი), საბა კვეტენაძე (სამტრედია), გიორგი ხიზანიშვილი (საბურთალო), ჭაბუკი ლაბაძე (საბურთალო), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), ლუკა ჩაგანავა (სიონი ბოლნისი).

თავდამსხმელები: გიორგი ხაბულიანი (თელავი), დავით გოცირიძე (დინამო თბილისი), დიმიტრი ღურწკაია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ დავრაშელიძე (ლოკომოტივი თბილისი), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).

U18 | მატჩების განრიგი

25 მარტი | პორტუგალია V საქართველო | პორტუგალიის ტურნირი
27 მარტი | საქართველო V სლოვაკეთი | პორტუგალიის ტურნირი
29 მარტი | საქართველო V ჩრდ. მაკედონია | პორტუგალიის ტურნირი

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118698